ორმა ემიგრანტმა საბერძნეთში 63 წლის ქალი მოკლა

საბერძნეთში უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქე 63 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, 63 წლის ქალი ხის მორით მოკლეს. დამნაშავეები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.
მკვლელობაში ბრალდებულების თქმით, სასმლის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ ფული არ ჰქონდათ, ამიტომ მოხუცის გაძარცვა და ნაქურდალი თანხით ალკოჰოლის შეძენა გადაწყვიტეს.
როგორც ჩანს, ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მოხუცი ხის მორით მოკლეს. მძარცველები შეშინდნენ და სახლი სწრაფად დატოვეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქემ ხარკოვში 2 ადამიანი დაჭრა
შემდეგი სტატიათურქ ჟურნალისტს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს