ორლანდოში ორი მოზარდი მოკლეს

ორლანდოში ორი მოზარდი მოკლეს

ორლანდოში ორი მოზარდი მოკლესფლორიდას შტატში, ქალაქ ორლანდოში ორი მოზარდი მოკლეს – Associated Press-ი წერს.
პოლიციელების თქმით, 16 და 18 წლის მოზარდების ცხედარი ერთ-ერთის სახლის გვერდით აღმოაჩინეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეამჩნიეს მუქი ფერის მანქანა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიდიოდა.
ჯერჯერობით, დანაშაულთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ორლანდოში ერთი კვირის წინ გეი-კლუბში ტერორისტული თავდასხმა მოხდა.
მანამდე, ერთი დღით ადრე კი 52 წლის მამაკაცმა 22 წლის მუსიკოსი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაბერნი სანდერსი კლინტონს ტრამპის დამარცხებაში მხარს დაუჭერს