ორლანდოში აღოაჩინეს ბავშვის ცხედარი, რომელიც ალიგატორმა გაიტაცა

ორლანდოში აღოაჩინეს ბავშვის ცხედარი, რომელიც ალიგატორმა გაიტაცა

5 (1)ფლორიდას შტატის პოლიციამ ალიგატორის თავდასხმის შედეგად დაღუპული ორწლინახევრის ბავშვის ცხედარი იპოვა.
ინციდენტი დისნეიში მოხდა.
ხელოვნური ტბიდან ალიგატორმა ბავშვი, რომელიც დედ-მამასთან ერთად სეირნობდა, რამდენიმე დღის წინ გაიტაცა. მშობლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს ჯერი დემინგსი ქვია.
“სხეულზე თითქმის არ არის დაზიანებები, ამიტომ ეჭვიც არ არის, რომ ეს დაკარგული ბიჭია”- განაცხადა პოლიციამ. ცხედარი მყვინთავებმა აღმოაჩინეს.
ძებნის პროცესში მოკლულ იქნა 5 ალიგატორი.
მომხდარის შემდეგ კურორტის ტერიტორიაზე ყველა სანაპირო დროებით დაიხურა.

banner
წინა სტატიაში“კენჭს ვიყრი თემქაზე, თუ წავაგე, თავს დავიხრჩობ ზღვაში”- კორკოტაშვილი დეპუტატობას აპირებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებაზე პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს