ორლანდოს Walt Disney-ში ალიგატორმა ბავშვი გაიტაცა

ორლანდოს Walt Disney-ში ალიგატორმა ბავშვი გაიტაცა

5ორლანდოში, Walt Disney-ში ალიგატორმა ორწლინახევრის ბავშვი ტბაში გაიტაცა, ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი KTLA5 ავრცელებს.
ინციდენტი გუშინ, 14 ივნისს მოხდა. ადგილობრივი დროით 21.30 საათზე ხელოვნურ ტბასთან ალიგატორმა, რომელიც ორ მეტრზე მეტი სიგრძის იყო, ბავშვი გაიტაცა.
ბავშვის მშობლები, დედაც და მამაც შეეცადნენ შვილის გადარჩენა, მაგრამ წარუმატებლად. ბავშვი ამ წუთამდე, ანუ, შემთხვევიდან 14 საათის შემდეგაც არ არის ნაპოვნი.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

banner
წინა სტატიაშინატომ უკრაინის რჩევებით დახმარებაზე თანხმობა თქვა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი: ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად