ორლანდოელმა ტერორისტმა სროლისას ისლამისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ორლანდოელმა ტერორისტმა სროლისას ისლამისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელმა ომარ მატინმა, მძევლების აყვანისას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს “ისლამური სახელწმიფო” და “ჯებჰატ ან-ნურსი”, ასევე ბოსტონის ტერაქტის ავტორებს, ჩეჩენ ძმებ ცარნაევებს მხარდაჭერა გამოუცხადა – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომმა დღეს განაცხადა.
კომის თქმით, თავდამსხმელმა ორჯერ დარეკა 911-ზე. მატინმა განაცხადა, რომ ის დანაშაულს ჩაიდენს “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურისთვის, რომელსაც ერთგულებას ეფიცება.
კომმა აღნიშნა, რომ მატინთან დაკავშირებით ადრე ორჯერ ტარდებოდა გამოძიება, მაგრამ მისი ტერორიზმში მონაწილეობა არ დადასტურებულა.
სამართალდამცველების თქმით, მატინმა კლუბზე თავდასხმამდე დარეკა 911-ზე.
შეგახსენებთ, რომ ბოსტონის ტერაქტი 2013 წლის 15 აპრილს მოხდა. მისი ორგანიზატორები, გამოძიების თანახმად, ჩეჩენი ძმები ცარნაევები არიან. მათგან ერთი დაკავების ოპარაციისას დაიღუპა, მეორეს კი სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური ურთიერთობა
შემდეგი სტატიამემორიალური დაფა წარწერით: “გარდაცვლილთა ხსნოვნის პატივსაცემად”