“ორივე ნეხვია, ერთიც – იქეთ და მეორეც – აქეთ”, – ომარ ნიშნიანიძე

ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძის წასვლას გამოეხმაურა. დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობას სექტას უწოდებს და მიიჩნევს, რომ პარტიის წევრები უნდა გასამართლებულიყვნენ.

“ყველა პარტიამ თავის თავს მიხედოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სექტა, რომელიც თავის დროზე უნდა გაგვესამართლებინა და უნდა აკრძალულიყო ჩვენ ქვეყანაში. მახსენდება ერთი ძველი ანეკდოტი ბოლშევიკებზე და მენშევიკებზე. მაპატიეთ და საქონლის იმას, რომ გადაუარა ურემმა და ცოტა აქეთ დარჩა და ბევრი იქეთ დარჩა. ანუ ორივე ნეხვია, ერთიც – იქეთ და მეორეც – აქეთ, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება ვაშაძე ან მისთანები“ – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის კანიონში ადგილობრივ მოსახლეობას მუშაობა აეკრძალა-აქცია მარტვილში
შემდეგი სტატიათბილის მერიის ბიგ-ბენდის საჩუქარი ქუთაისელებს