ორი თურქი გენერალი გადადგა

თურქეთში დაკავებული ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ გადატრიალება სწავლებები ეგონათ

ორი მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც გენერლის წოდება აქვთ და სახმელეთო ჯარების უმაღლესი ხელმღვანელების შემადგელობაში იყვნენ, გადადგნენ.
როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, მათი სახელებია გენერლები კამილე ბაშოღლუ და იხსანე უიარე – “ბიბისი” წერს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. უკანასკნელი მონაცემებით, პუტჩის დროს დაიღუპა 246 ადამიანი (მათ რიცხვში არ შედის დაღუპული ამბოხებულები), 2185-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
გადატრიალების მცდელობასთან კავშირის გამო დაკავებული ან თანამდებობიდან დროებით განთავისუფლებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 9 ათასი პოლიციელი, 3 ათასი მოსამართლე, ასევე უნივერსიტეტების პედაგოგები და 1 500-მდე დეკანი, დაიხურა 2 ათასზე მეტი ორგანიზაცია. გუშინ, თურქეთის შს მინისტრის ეფკან ალას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის გამო დაკავებულია 15 ათასი ადამიანი, მათ შორის 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
დაკეტილია ასობით მედია-საშუალება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ამ არჩევნებში ჩვენი მოწინააღმდეგეა მოდულის შენობაში განლაგებული უშიშროების სამსახური
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე: ევა გოცირიძე წარდგენილ სამ კანდიდატს შორის არ იყო, გაუგებარია რანაირად გაჩნდა ეს კანდიდატურა