ორი სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ სამინისტროს „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ეწოდება

წარმოდგენილ კანონპროექტში, სახელად განსაზღვრულია გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, თუმცა სიტყვები – სოფლის განვითარება ამოღებული იქნება, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.
„რაც შეეხება ტექნიკური სახის შენიშვნას, ამჟამად წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელად განისაზღვრება – გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, თუმცა საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმულ იქნა შენიშვნა, რომელიც მთავრობის მიერ იქნა გაზიარებული და სახელად განისაზღვრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამისად, 56 კანონპროექტში, რომელიც წარმოდგენილია, მეორე მოსმენისთვის განხორციელდება ცვლილება და სიტყვები – სოფლის განვითარება ამოღებული იქნება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია“ღირსების მანიფესტაცია” – “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იწყება