თურქეთმა 1845 მოქალაქეს ქვეყნის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდორანის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზგადმა განაცხადა – Associated Press-ი წერს.
“ამ შეურაცხყოფების წაკითხვა გაწითლების გარეშე შეუძლებელია” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ქვეყნის კანონებით, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დაწესებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე. წარსულში მსგავსი საქმის ფიგურანტები აღმოჩნდნენ სპორტსმენები, მსახიობები, ჟურნალისტები და სკოლის მოსწავლეებიც კი.
ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტს ბრალს სდებს კანონის ხალხის დასასჯელად გამოყენებაში.