ორი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში

სანკტ-პეტერბურგის მეტროში, მატარებლის ვაგონში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი შეეწირა. აფეთქებები მოხდა სადგურებში “სინიაია პლოშად” და “ტექნოლოგიჩესკი ინსტიტუტ”. არიან დაშავებულებიც.
მეტროდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. რუსული მედიის ცნობით, აფეთქება ერთ-ერთ ვაგონში მოხდა და მისი მასშტაბი 200-300 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო. მეტროსადგურები დახურულია და მატარებლების გადაადგილება შეჩერებულია.

ადგილზე 80 მაშველი მუშაობს და შესაძლოა დამატებითი ძალების მობილიზება გახდეს საჭირო.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის შესაძლო ტერაქტზე.

banner
წინა სტატიაშიღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი, სადაც ინდოელ ტურისტს ორ ბოთლ ლუდში 3 638 ლარის გადახდა აიძულეს, დაკავებულია
შემდეგი სტატიაპუტინი მეტროში აფეთქებების სამ ვერსიას განიხილავს