ოქროსფერი 50 თეთრიანი – 50 ლარად – მითი თუ რეალობა?

2016 წლის თებერვლის დასაწყისიდან სოციალურ ქსელებსა და მთელი საქართველოს ქუჩებში, განცხადებები გამოჩნდა წარწერით – “ვიყიდი ძველ 50 თეთრიანებს”. განცხადებებმა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია და ყველამ აღნიშნულის ძებნა დაიწყო. საზოგადოებაში მომხდარ აჟიოტაჟზე გაზეთი „ალია“ წერს, რომლებიც დაუკავშირდნენ მშრალ ხიდზე მომუშავე კოლექციონერებს.

„არ იციან, რა არის და იმიტომ ხდება ასე. ეს 50-თეთრიანი რაღაცა ჰგონიათ და სურთ, ცალში აიღონ 50ლარი. ეს არის ლითონი, რომელსაც მაგნიტი არ იკრავს, არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენსდა მასში არანაირი ღირებული შემცვლელობა არ არის. ვერცხლის ნატამალიც არ არის, არამც თუ ოქროსი… ზოგს ჰგონია, რახან ოქროსფერია, ესე იგი, ოქროა… ვიღაცას ძალიან ბევრი აქვს ეს ყვითელი 50-თეთრიანები და დააგდო ჭორი, ვითომ რაღაც შემცველობა აქვს, ეს მონეტები დაბეჭდილია საფრანგეთში საქართველოსთვის და როგორ ფიქრობთ, ფრანგები სულელები არიან, რომ 50-თეთრიანში ოქრო ჩადონ? უფრო მეტიც, ხალხი თბილისს რეგიონებიდანაც კი მოაწყდა იმ იმედით, რომ მშრალ ხიდზე 50-თეთრიანებს გაყიდდა და აშენდებოდა“- აცხადებენ კოლექციონერები.

მათივე ინფორმაციით, ისინი ოქრომჭედელ ბესო ამირეზაშვილს დაუკავშირდნენ და კი კითხეს რეალურად აქვს თუ არა რაიმე ღირებულება 50-თეთრიანებს და საერთოდ რატომ ატყდა ეს ამბავი- „ყვითელი 50-თეთრიანი ჩვეულებრივი ლითონია და როგორც გირებზე, შპრიცების სახარჩზე, თუჯის, ანუ ნახშირის, უთოებზე იყო ერთი ამბავი ატეხილი ადრე, ასეთი რაღაც ხდება ახლაც. თვითონ ამ მონეტის შემცველობა თუთისა და სპილენძის შენადნობია და არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს. ვიღაცეები, უბრალოდ, იტყუებიან“- აცხადებს ოქრომჭედელი.

“ალიმ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ბარაბაძეც ჩაწერა.

„როგორც ჩანს ვიღაც აგროვებს. სხვას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მონეტის აღწერილობა დევს ჩვენს ოფიციალურ საიტზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე ყვითელი 50-თეთრიანების შესახებ შემდეგი ინფორმაციაა განთავსებული. მოჭრის თარიღი-1993წელი. წონა-2,5. დიამეტრი-19მმ. სისქე-1,4მმ. შემადგენლობა- სპილენძის შენადნობი ოქროსფერი“- ამბობს ის.

 

banner
წინა სტატიაშიკემერონი რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად პოსტს არ დატოვებს
შემდეგი სტატიასირიელმა სამხედროებმა ბოევიკებს ჩაბარებისკენ მოუწოდეს