ოფშკვითში მოკლულ 17 წლის ბიჭს დღეს დაკრძალავენ

სოფელ ოფშკვითში კლასელებს შორის, ურთიერშელაპარაკების დროს მოკლულ 17 წლის ახალგაზრდას საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

შემთხვევა წყალტუბოს რაიონში 2 დეკემბერს მოხდა. დაკავებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი საქალაქო სასამართლოში 23 იანვარს გაიმართება.

17 წლის ახალგაზრდას წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებულ ბინებს კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს