ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული მემორანდუმი მიუღებელია

ეს მემორანდუმი არის კარგი და თუ მისი პირობები შესრულდება ყველა პარტიის მიერ, ეს ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას – ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დიდი ნაწილი კი თვლის, რომ ეს ინიციატივა არაფრის მომცემია. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული მემორანდუმი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა. „ლეიბორისტულ პარტიაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ქაღალდზე ხელმოწერა რეალურად არაფერს შეცვლის და მმართველ გუნდს უმოქმედობაში სდებენ ბრალს. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დემოკრატები მზად არიან შეუერთდნენ ამ მემორანდუმს, თუმცა “ოცნების” ამ ინიციატივას ახალი ველოსიპედის გამოგონებას ადარებენ. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ასეთი დოკუმენტი უკვე არსებობს და მათი ინიციატივით რამდენიმე თვის წინ მას პარლამენტში ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

„კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა ჩვენთვის არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა. კობახიძემ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შესთავაზა შეუერთდნენ მემორანდუმს, რათა არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველაზე მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად