ოპოზიციას აქვს ცდუნება გააშავოს არჩევნები, გარწმუნებთ, ხელისუფლებამ ეს არ იცის,-ივანიშვილი შესაძლო პროვოკაციებზე

ივანიშვილი

,,გარწმუნებთ დრევანდელმა ხელისუფლებამ და სუს-მა, არც პოლიციამ არ იცის, როგორ მართოს სიტუაცია და ხელოვნური პროვოკაციები მოაწყოს, გარწმუნებთ ამაში,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ არ განმეორდეს კორცხელის მსგავსი პრეცენდენტი ,რადგან მას ყველაზე მძაფრად მოეკითხება ნებისმიერი გაუგებრობა. ექსპრემიერი დარწმუნებულია, რომ კვირიკაშვილს ამის ძალა შესწევს.

მისი თქმით, მხოლოდ ნაციონალებმა იცინა როგორ შექმნან არეულობა და პროვოკაციები: ,,მათ ჰქონიათ ეს, მთელი გუნდი შექმენს ამაზე,“-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციას აქვს ცდუნება, რომ გააშავოს არჩევნები.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები აუდიტის სამსახურს GDS-ზე ივანიშვილის მონაწილეობით გადაცემის კანონიერების შესწავლას სთხოვენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : “რესპუბლიკური პარტიის“ წევრების ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს