„ოპოზიციამ რა იცის ბიუჯეტი რა არის“, – დავით ნარმანია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტებები არ გააკეთა. მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა. ნარმანიამ ასევე არ უპასუხა კითხვას, გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიციის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით. ნარმანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ არ იცის რა არის ბიუჯეტი და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.

“ოპოზიციამ რა იცის ბიუჯეტის პარამეტრეები რა არის და საერთოდ რა იცის ოპოზიციამ, ბიუჯეტი რა არის. საერთოდ ბიუჯეტის მუხლებს შორის რა როგორ უნდა გადაიტანოს არ იციან და ოპოზიციის რეკომენდაციები რაში უნდა გაითვალისწინონ. თავის თავს მიხედონ, მათი გადასაწყვეტი არ არის ვის, სად, რა ექნება და როგორ ექნება. არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ოპოზიცია”, – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის 2016 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოში მიმდინარე კვირაში უნდა წარადგინონ. ჯერ ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილი არ არის. ოპოზიცია ითხოვს გაიზარდოს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების ხელფასები იმ ფონზე, როდესაც მათი თქმით, საკმაოდ გაზრდილია მაღალი თანამდებობების პირების სახლეფასო დამანამტები და ასევე ხელფასები.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი მთავრობის მისმართით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარატომ არ უჭერს მხარს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს