ოპოზიციამ მოსახლეობას ალეპოს დატოვება აუკრძალა

4 ნოემბერს დილას დაწყებული ჰუმანიტარული პაუზა, რომლის დროსაც ასადის რეჟიმის მიერ მიცემული ჰუმანიტარული კორიდორით ალეპო მშვიდობიან მოსახლეობასა და წასვლის მსურველ ბოევიკებს უნდა დაეტოვებინათ, გამოყენებული ვერ იქნა, რამეთუ ოპოზიციური ძალების სამხედროებმა, მოსახლეობას ალეპოს დატოვების უფლება არ მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა ძალებმა ჰუმანიტარული კორიდორის მიმართულებით სროლები ატეხეს, რის გამოც ასადის რეჟიმის მიერ მოსახლეობის გასაყვანად მობილიზებულმა ავტობუსებმა ტერიტორია დატოვეს. სროლების დროს დაიჭრა 2 რუსი სამხედრო და ერთი სირიელი ჟურნალისტი, რომლებიც სირიაში მხარეთა შერიგების ცენტრს წარმოადგენდნენ. სროლების გამო ვერც ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ისარგებლეს, რომლებსაც პაუზის დროს აღმოსავლეთ ალეპოში მოსახლეობისათვის დახმარება უნდა შეეტანათ.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიამ 27,5 მილიონიანი ტენდერი მოიგო
შემდეგი სტატია6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი