ოპოზიცია ზურაბ აბაშიძეს და კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლის საკითხს დააყენებს. ისინი მისგან ვიზალიბერალიზაციაზე გაკეთებულ განცხადებაზე მოითხოვენ განმარტებებს. პარტიაში ამბობენ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი გაუმჭვირვალეა და არსებობს ბევრი შეკითხვა.

პარალელურად, საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველო” კახა კალაძისგან “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ითხოვს განმარტებებს და დებატების გამართვას.

უმრავლესობა კი ვერც აბაშიძის და ვერც კალაძის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაწყვეტილებების მიღება ფარული ჩარევების გარეშე არ ხდება- მიშველაძე
შემდეგი სტატიაშპს შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების საპასუხოდ