ოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას ითხოვს

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების გამოძახილი – ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს, ოპოზიცია კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოსმენას ითხოვს.

წარსდგება თუ არა დეპუტატების წინაშე გიორგი ქადაგიძე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ცნობილი ბიუროს სხდომის შემდეგ გახდება.

„მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ბიზნესს, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება, შეამციროს დამოკიდებულება აზერბაიჯანზე და დივერსიფიცირებული ეკონომიკა უფრო უმტკივნეულოდ გადაიტანს იმ შოკებს, რომელიც იარსებებს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ეკონომიკური ანალიტიკოსმა გივი ადეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ესაა სისხლის სამართლის დანაშაული”- “ნაციონალური მოძრაობა” გარდაბანში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატიავირუსული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის ცენტრი ამოქმედდა