“ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე

“ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით”- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” მიერ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების ფაქტს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა შეცდომაა. მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ გამოძიების დეტალების გარკვევის შემდეგ უნდა დაიწყოს.

„ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. მათ შორის შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ისინი რომ იყვნენ გარკვეული გამოძიების დეტალებში, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდა. რა ფორმით გაკეთდება ეს კონკრეტული მასალები, ვიდეოკადრები თუ სხვა რამ გასაჯაროვდება, ეს არის დეტალები. ჩვენთვის მთავარია გაირკვეს სიმართლე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან იწყებს
შემდეგი სტატიადაკავება იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით