ოფიციალური ფხენიანი ბირთვული ტესტის შეჩერების პირობებს ასახელებს

ოფიციალური ფხენიანი ბირთვული ტესტის შეჩერების პირობებს ასახელებს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ბირთვულ ტესტს იმ შემთხვევაში არ ჩაატარებს, თუ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ყოველწლიურ სამხედრო წვრთნას შეწყვეტს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, სწორედ ვაშინგტონმა აიძულა ჩრდილოეთ კორეა, შეემუშავებინა ბირთული იარაღი.

გუშინ ფხენიანმა წყალქვეშა ნავიდან მორიგი ბალისტიკური რაკეტაც გაუშვა, სამხრეთ კორეის საზღვართან კი სარაკეტო სისტემების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: “ხელისუფლების წევრთა ბოდვამ ზენიტს მიაღწია”