“ონლაინსაკრედიტო კომპანიების საქმიანობას ეროვნული ბანკი არ არეგულირებს”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ონლაინსაკრედიტო კომპანიების საქმიანობას ეროვნული ბანკი არ არეგულირებს.

კითხვაზე, როდის აპირებს ეროვნული ბანკი აღნიშნული კომპანიების რეგულაციების საკითხზე მუშაობას, გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, ვის დაევალება რეგულირება.

„პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესდეს და ყველა ღონისძიება ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ბალტიისპირეთის ქვეყნებს შედარებით დიდი გამოცდილება აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში, რომელსაც ვსწავლობთ. როდესაც გადაწყდება ვინ დაარეგულირებს, მაქსიმალურად ვეცდებით საკითხის მოგვარებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი-უკრაინის სამიტი ნიდერლანდის რეფერენდუმის შედეგების გამო გადადეს
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძე: ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი