ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა, არ მგონია ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს – ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გოგა ონიანის განაჩენთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივზე საუბარი არადამაჯერებელია.

“სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ნიშნავს, რომ დადასტურდა ბრალდებები, რაც ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც იყო სამართალდამცველ სისტემაში. პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ, პოლიტიკოსები ამ გადაწყვეტილების რევიზიას არ ვახდენთ”, – აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავას ექსტრადირებამდე, მის საქმეებზე სასამართლო სხდომები შესაძლოა, აღარ გაიმართოს
შემდეგი სტატიააშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა