“ომის პერიოდში ვართ, რომ მშვიდობის დოკუმენტები ვაანონსოთ?”- გიგლა ბარამიძე “ქართული ოცნების” შემოთავაზებაზე საუბრობს

„მოაწერ თუ არ მოაწერ, ეგ სხვა საკითხია, მთავარია ხელმოწერილი როგორ შესრულდება, მშვიდობის მემორანდუმი, ტრაქტატი გამიგია, ომის პერიოდში ვართ, რომ მშვიდობის დოკუმენტები ვაანონსოთ? დღევანდელი ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, უსასოებისგან აღარ იციან რა „ნოვაცია“ მოიფიქრონ,“- ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა ბარამიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების შემოთავაზება წინასაარჩევნოდ მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

ინიციატივის თანახმად მმართველი გუნდი ოპონენტებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც კრძალავს ე.წ. კონტრაქციების ჩატარებას და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არჩევნების კორექტულად და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე.

ნინო ბურჯანაძის პარტიაში არ გამორიცხავენ დოკუმენტისთვის ხელის მოწერას. გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ შეიძლება მოაწერონ ხელი, თუმცა მთავარია განხორცილდება თუ არა ის.

გიგლა ბარამიძის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა წინასაარჩევნო გარემოს სიმშვიდე.

„მიხედეთ საქმეს, იმოქმედეთ ისე, რომ საზოგადოება არ დაზაფროთ,“- განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ” – შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” შეთავაზებას პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : “შეიძლება რაღაც ქაღალდს ხელი მოვაწეროთ, მაგრამ მთავარია რა ხდება რეალურად”