„ომეგა ჯგუფი“ „ბენტლის“ ოჯახის წევრი გახდა

ლუქს-კლასის ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ფლაგმანი, ბრიტანული „ბენტლი“ საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა – მისი ოფიციალური წარმომადგენელი ,,ომეგა მოტორ ჯგუფია“.


თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე, „ბენტლი თბილისის“ შოურუმი და სერვის-ცენტრი 6 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს, ,,ომეგა ჯგუფის“დამფუძნებლებთანერთად, „ბენტლის“ევროპული ოფისის მენეჯერები, დიპლომატები, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ეს მართლაც საოცნებო ბრენდია და არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ, იმ ცხოვრების დონისთვისაც, რომელიც ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად უნდა მოვიყვანოთ. ისტორიაში პირველია და ჩვენი ქვეყნისთის ბევრს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის საავტომობილო ბიზნესში უმაღლესი სეგმენტის ბრენდი. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რა ცხოვრება უნდა იყოს და როგორც უნდა ვითარდებოდეს ეკონომიკა. რადგან ჩვენმა პარტნიორმა, ,,ბენტლი მოტორსმა“ ჩათვალა, რომ ამისთვის არის მზაობა და ვფიქრობ, ეს ჩემს მიერ დაფუძნებული ,,ომეგა ჯგუფის“ კი არა, არამედ, მთელი ქვეყნის გამარჯვებაა!
მინდა, მადლობა გადავუხადო ,,ბენტლის“ , რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, აგრეთვე ,,ომეგა ჯგუფს“, რადგან არც თავი დაზოგა, არც – ენერგია და არც- ინვესტიციები, რომ მონაწილეობა მიეღო ქვეყნის მშენებლობასა და ასეთი ბრენდის შემოყვანაში. ვიცი, მას აქვს მიზანი – ეს გზა, ენთუზიაზმი და მიზანდასახულობა გაგრძელდეს და ხელშეწყობაც აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა.
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტი, რომელიც „ბენტლი თბილისის“ შოურუმის გახსნას ესწრებოდა, იმედოვნებს, რომ ,,ბენტლი“ საქართველოშიც წარმატებული იქნება:
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში უფრო ფართოდ წარმოდგენილი იქნება ,,ბენტლი.“დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესანიშნავი შოურუმი წარმატებული იქნება.“

,,მადლობას ვუხდით ,,ომეგა მოტორსს“, მის დამფუძნებელს და მთლიან გუნდს გაწეული სამუშაოსა და ამ არაჩვეულებრივი შოურუმის შექმნისთვის. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური გარემო და შეგვიძლია, მომხმარებელს შევთავაზოთ ბენტლის ავტომობილების სრული სერვისი. ბენტლის ამ ახალ სახლში ველოდებით ყველას, რომ გავაცნოთ ის სამყარო, რომელიც შექმნილია თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში“, – განაცხადა ,,ბენტლის“ რუსეთის მარკეტინგის დირექტორმა, მარკო ვანალტენმა.

„ბენტლის“ შოურუმისა და სერვის-ცენტრის გახსნის ცერემონიალი და შოუ მხოლოდ „ბენტლის“ შექმნის ისტორიას კი არა, არამედ „ომეგა ჯგუფის“ ისტორიასაც ასახავდა, რომელიც „ქვიშის შოუთი“ იყო წარმოდგენილი და რომლითც დამსწრე საზოგადებამ საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა.
,,ომეგა ჯგუფის“ ტექნიკური მენეჯერის აკაკი ენუქიძის თქმით, შოურუმში წარმოდგნელია ,,ბენტლის“ მოდელების სრული ხაზი, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga da Continental GT.

,,ბენტლის“ შოურუმში ავტომობილების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ექსკლუზიური აქსესუარებიც, რომელსაც ბრიტანული ბრენდი აწარმოებს.
ამასთან, ,,ბენტლი თბილის“ მომხმარებლებს მხოლოდ ავტომობილებს კი არა, არამედ, სრულტექნიკურ სერვისსაც სთავაზობს.

ცნობისთვის: მსოფლიოში „ბენტლი მოტორსი“ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდია. მისი ისტორია ინგლისში 1919 წლიდან იწყება, როდესაც ვოლტერ ბენტლიმ თავისი პირველი ავტომანქანა ააწყო.
კომპანიის მთავარი ცენტრი ინგლისში, ქალაქ ქრუში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „საქართველოს უკრაინაზე უფრო ჭკვიანი ოლიგარქი მართავს!“