ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელს მოთხოვნის მიუხედავად, უწყება 3 საათის განმლობაში არ აწვდიდა.
“საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს არ შეაფერხონ მისი წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში.

2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც დაკავებულების მონახულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად და ოპერატიულად არ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან და გონივრული, ლეგიტიმური მიზეზების გარეშე აფერხებენ დაკავებულ პირებთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტების მიწოდება დაუყოვნებლივ, რაც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა”- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ლიკა ქავჟარაძე დარჩება ულამაზესი ქალის სიმბოლოდ
შემდეგი სტატიალიკა ქავჟარაძე თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას ელოდებოდა