ომბუდსმენი საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლებას ითხოვს

სახალხო დამცველი საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლებას ითხოვს. აღნიშნული განცხადება ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ.

„დღევანდელი სხდომაც ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის მიმართ არსებობს მოლოდინები, რომ ის მონიტორინგს გაუწევს კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს. სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა საგამოძიებო მასალებზე. ამიტომ ვსაუბრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე, როდესაც საქმე ეხება ადამიანის მკვლელობას, წამებას, იგივე საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო უწყებების მიმართ მაღალი არ არის ნდობა, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ჩვენ გაგვეზრდება შესაძლებლობა საგამოძიებო მასალებზე წვდომის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა
შემდეგი სტატიაშეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში