ომბუდსმენი პეტრიაშვილის დაჭრაზე – ასეთი ფაქტები დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს სეიროზულ ზიანს აყენებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში დამნაშავეს ცხელ კვალზე დააკავებენ.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ასეთ დანაშაულს აქვს ადგილი. იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ცხელ კვალზე მოხდეს დამნაშავის დაკავება. თუ არის შესაბამასი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია კვალიფიკაციის შეცვლა, ამაზეც უნდა დაიწყოს ზრუნვა”, – აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში თუ არ მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება საქმის გამოძიებასთან მიმართებაში, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ქვეყნისთვის. “ასეთი ფაქტები დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯს სეიროზულ ზიანს აყენებს”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში შემოქმედებითი საღამო გაიმართება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე არანაირი საქმის გარჩევა არ მოხდება