ომბუდსმენი: დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოა

სახალხო დამცველის ოფისმა 2017 წლის 30 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს და დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია როგორც კანონთან, ასევე, მისსავე ადრინდელ პრაქტიკასთან. ნანუაშვილის უწყება ასევე ამბობს, რომ კოლეჯს ავტორიაზაციაზე უარი ეთქვა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც სრულყოფილად არ იყო გამოკვლელული და შესწავლილი.

“დარღვეულია, აგრეთვე, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მითითების გზით აქტის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე, რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს.

სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და იგი არ წარმოადგენს სადამსჯელო მექანიზმს. ავტორიზაცია უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

თბილისში დემირელის სახელობის კერძო სკოლა 30 აგვისტოს დაიხურა. სასწავლო წლის დაწყებას დაწყებას 300-ზე მეტი მოსწავლე ელოდებოდა.

კოლეჯის დახურვა სავარაუდოდ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ამბავს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშისკოლებთან პატრული იმორიგებს ,გაძლიერდება მანდატურის სამსახური-განათლების მინისტრი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები ”ნარკოტიკულ ნემსზე” დასვეს