ომარ ნიშნიანიძე: ასეთი საზარელი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და გალში ამ ფაქტის შედეგად აღდგენილი მოლაპარაკებების პროცესზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ომარ ნიშნიანიძე.

მისი თქმით, “ჩვენ უნდა ვიყოთ კატეგორიულად პრინციპული და შედეგებზე ორიენტირებული”.

“ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ზომა იმისათვის, რომ ასეთი საზარელი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს. ეგ კი არა, ისრაელის მაგალითები ვიცით ჩვენ, რომ თავიანთი მოქალაქეებისთვის რაიმე ზიანის მიყენების შემდეგ, საპასუხოდ რა რეაქციებს აკეთებენ. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ კატეგორიულად პრინციპული და შედეგებზე ორიენტირებული,“ – განაცხადა ნიშნიანიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომა კვორუმის გამო ვერ იწყება
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუდის არაბეთში საქართველოს დროშის ფერებში „Kingdom Tower“-ი განათდა