ომარ ნიშნიანიძე – არჩევნებში მე ბევრად მეტი შანსი მექნებოდა, ვიდრე დღეს წარდგენილ კანდიდატებს

დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში მას ბევრად მეტი შანსი ექნებოდა ვიდრე დღეს წარდგენილ კანდიდატებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატები მასზე უკეთესები არ არიან.

,,ჩვენ ისეთ ასაკში არ ვართ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა, მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, მაგრამ მსგავსი რაღაცებიც ხდება. მე ბევრად მეტი შანსი მქოდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

მისი თქმით, მას ნამდვილად გააჩნია რესურსებიც და მეტი შანსიც, რადგან ის ფრაქცია “ქართული ოცნების” ძველი გვარდიაა, შესაბამისად, ლიდერების ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

“მე სწორედ ის ვარ, რომელიც, ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა. ყველას წარმატებას ვუსურვებ. ისინიც ,,ქართული ოცნების“ წევრები არიან. ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ ისინი ვერც ამ საკითხში არიან ჩემზე უკეთესები”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

დღეს, ქუთაისში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციისათვის მოთხოვნას გაუგზავნის
შემდეგი სტატიაერევანში სიტუაცია მძაფრდება – პოლიციის ტექნიკა შენობასთან გადაიყვანეს