ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველთათვის სპეციალური გზამკვლევი მომზადდა

საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისთვის სპეციალური გზამკვლევი მომზადდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში ბრაზილიაში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებთან (Rio 2016) დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მომზადდა სპეციალური გზამკვლევი.

გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლა/გასვლის, საბაჟო, ქვეყნის შიდა ტრანსპორტის, ვალუტის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და საგანგებო სიტუაციის დროს საჭირო კონტაქტებისა და ქცევის წესების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას გზამკვლევის ნახვა შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (http://mfa.gov.ge/rio-2016.aspx). დოკუმენტი მუდმივად განახლდება.

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიათურქეთმა WikiLeaks-თან წვდომა დაბლოკა