ოლიმპიურ პარკში ოლიმპიელების რიოს 31-ე ფესტივალზე გაცილების ცერემონია გაიმართა

ოლიმპიურ პარკში ოლიმპიელების რიოს 31-ე ფესტივალზე გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სპორტსმენები, ცნობილი სახეები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

რიოს ოლიმპიადაზე წელს სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა მიემგზავრება. 39 სპორტსმენი, აქედან 9 ქალი. ქართველი სპორტსმენები სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ. დელეგაცია რიოში 26 ივლისს გაემგზავრება

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან და წელს გვქონდა კარგი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატებზე გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ რიოდანასევე წარმატებით დავბრუნდებით”, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა გუჯა ბერიშვილმა.

როგორც სპორტსმენტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, ყველა სპორტსმენი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

“მომზადებულები ვართ ძალიან კარგად, ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. შემიძლია გითხრათ, რომ ველოდებით ოქრის მედალას, ყველა აუცილებლად ვიბრძოლებთ ოქროსთვის”, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე: ამ მძიმე წუთებში საქართველო გერმანიის გვერდით დგას
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივნი თამარ კეკენაძე იქნება