“ოლიგარქის ექსტრავაგანტული გატაცება” და “ოქროს საწმისი” – ბრძოლა თბილისის მერობისთვის – Economist

The Economist-ი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს საქართველო ექსტრემელურობით და ექსცენტრულობით ძველი დროიდანვე იყო ცნობილი, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მას კოლხეთს უწოდებდნენ და მედეას და ოქროს საწმისის სამშობლო იყო. თუმცა ბიძინა ივანიშვილის ჰობი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანია, ქართული სტანდარტებითაც კი ექსტრავაგანტულად მიიჩნევა. კარჩაკეტილი ოლიგარქი, რომლის მინისა და ფოლადის ციხესიმაგრე თბილისს თავზე დაჰყურებს, ყიდულობს ყველაზე ასაკოვან და ყველაზე მაღალ ხეებს ქვეყანაში, თხრის მათ და თავისი რეზიდენციისკენ შავი ზღვის გავლით მიაქვს. The Economist-ის თქმით 100 წლოვანი, 650 ტონის ტიტას ხე, რომელიც ზღვაზე მიცურავს, არის სიმბოლო საქართველოში ივანიშვილის როლისა. მილიარდერი, რომელიც არანაირ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, კულისებიდან მართავს. ის ცვლის ქვეყნის არა მხოლოდ გეოგრაფიულ, არამედ პოლიტიკურ ლანდშაფტსაც. მან ასევე ამოძირკვა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მსხვილი ფიგურა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
გამოცემის სტატიაში მიმოხილულია საქართველოს უახლოესი წარსული. ნათქვამია, რომ 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანამ მკვეთრი მოდერნიზაცია განიცადა. გამოცემა ენმ-ის მიერ ხელისუფლების დაკარგვას და მმართველ გუნდად „ქართული ოცნების“ მოსვლას, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირებს:

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ენმ-მ ხელისუფლება დაკარგა, არის არა მის მიერ გატარებული რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლა, არამედ სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების და რეპრესიების შიში“- წერს The Economist

„გარკვეულწილად საქართველო ახლა უფრო თავისუფალია ვიდრე სააკაშვილის დროს. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა, დევნის შიში გაქრა, მაგრამ საქართველომ თავისი მისია დაკარგა – აცხადებს გია ხუხაშვილი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური მრჩველი იყო. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ია, თითქმის 2 ჯერ ნაკლები ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. საქართველომ, როგორც ბრენდმა დაკარგა ბრწყინვალება, ერთ დროს მოდერნიზაციის მოდელი და ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა პოსტსაბჭოეთიდან, რომელმაც მექრთამეობა წარმატებით დაამარცხა, ახლა იმის მაგალითია, თუ რა ძნელია გამოცვლა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი ქვეყანას როგორც თავის სათამაშოს ისე ექცევა.

ეკონომისტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფის საკითხსაც ეხება, გამოცემა წერს, რომ ეს ივანიშვილისთვის ტაქტიკურად სასარგებლო იყო. თუმცა გამოცემას „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ ბრძოლის დევიზზეც წერს და აცხადებს, რომ ისინი „ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას ქვეყნის დანგრევის გარეშე აპირებენ“, მათი კანდიდატი თბილისის მერობაზე ელენე ხოშტარია კი მოქალაქეებს ეკოლოგიისა და სიღარიბის პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.

ეკონომისტის თვალთახედვის არეში მონარქიის აღდგენის შესახებ დაწყებული საუბრებიც მიოექცა. გამოცემა ამას მოდერნიზაციისა და ნოსტალგიას შორის იდეოლოგიურ კონფლიქტს უწოდებს და წერს, რომ წლების წინ მონარქიის იდეა ახალგაზრდა, პროდასავლელი ახალგაზრდა ელიტის მიერ იქნა უარყოფილი, ახლა კი სწორედ ამ ელიტის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის მხარდაჭერა მოიპოვა. გამოცემას კობახიძის სიტყვებიც მოჰყავს მონარქიასთან დაკავშირებით: „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ადგილობრივი თავისებურებები“- განაცხადა კობახიძემ მონარქიასთან დაკავშირებით. გამოცემა წერს, რომ მონარქიის აღდგენაზე საუბრის დაწყება ზოგიერთის მოსაზრებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეზღუდვაა, რომელიც ივანიშვილთან დაპირისპირებულია.

სტატიაში საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციის შეცვლას ისე ცდილობს, რომ მას ამისთვის არ გააჩნია კონსენსუსი არც სხვა პოლიტიკურ ძალებთან, არც არასამთავრობო სექტორთან, არც პრეზიდენტთან და არც ვენეციის კომისიასთან.

ეკონომისტი მედიის თავისუფლების საკითხსაც ეხება და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და „რუსთავი2“-ის საქმეებზე საუბრობს. გამოცემა აფგან მუხთარლის გატაცებას თავისუფალი საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვად აფასებს. ასევე სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის მოკავშირეების მიერ „რუსთავი2“-ზე კონტროლის მოპოვების პრიოცესის შეჩერება მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.

უარყოფითად არის შეფასებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმას. გამოცემას გია ხუხაშვილის ფრაზა მოჰყავს „ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ბრუნდება სისტემაში სადაც არაფორმალური ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს ჯაბნის“

The Economist-ის შეფასებით საქართველოს მომავლის კიდევ ერთი ტესტი თბილისის მერის არჩევნები იქნება, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, სადაც ჩაერთვებიან მილანის ყოფილი ფეხბურთელი (ქართული ოცნებიდან) პოპულარული ტელეწამყვანი (ენმ-დან) და ერთი აუტსაიდერი, რომელიც თავისთავის მოდელირებას ემანუელ მაკრონზე ახდენს. თბილისის მერის არჩევნები იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა, რადგან ქართულ პოლიტიკაში თბილისში მოგება, ოქროს საწმისის მოპოვების მეტაფორული ექვივალენტია.

წყარო

banner
წინა სტატიაშიროგორ გინდა შეასმინო!!!
შემდეგი სტატიაელისო კილაძის ხმაურიანი ინტერვიუ შსს-ს მაღალჩინოსანთან (ვიდეო)