ოლიგარქ ივანიშვილის ერთპიროვნული დიქტატურა თანდათანობით შედის უაღრესად საშიშ სტადიაში

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე – შალვა ნათელაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლე წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკის ჩატარებას ეხმიანება:

,,ოლიგარქ ივანიშვილის ერთპიროვნული დიქტატურა თანდათანობით შედის უაღრესად საშიშ სტადიაში. რუსთავი2-ის ხელში ვერ ჩაგდება და ამ საქმეზე ევროპის სასამართლოს ვერდიქტი გახდა საფუძველი წუხელ, ევრომოსამართლე წოწორიას ოჯახში ჩხრეკის პროვოცირებისა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პირადი განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს პროვოკაცია ფაქტობრივად დარტყმაა მთელს ევროპაზე, სადაც გუშინ უვიზოდ გადაადგილების უფლება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს.

ვგმობთ ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას დღევანდელი რეჟიმისა და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის გადამალული კრიმინალური მილიარდები ევროპის ბანკებში.

banner
წინა სტატიაშიინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს, ადვოკატმა იცრუა – პროკურორი
შემდეგი სტატიააშშ-ს საზღვაო სამხედრო ძალებმა კორეის ნახევარკუნძულთან ავიამზიდ “რონალდ რეიგანის” გადაადგილება დაიწყეს