ოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო მწუხარება გამოთქვა

ოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო მწუხარება გამოთქვა

3საფრანგეთი და მთელი ევროპა, ისევე, როგორც რუსეთი, დაინტერესებული არიან იმაში, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები – ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა პარიზში ფრანგი ელჩების შეკრებაზე განაცხადა.მისივე თქმით უკრაინაში სიტუაცია გართულებულია და მისი სამომავლო დეგრადაციის სერიოზული რისკი არსებობს. “მიმდინარე ზაფხულში სიტუაცია ბევრად გაუარესდა. ესკალაციის რისკი მაღალია” – განაცხადა ოლანდმა დონბასის სიტუაციის კომენტირებისას.

მისივე თქმით, დაძაბული სიტუაციის გამო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-რუსი ოკუპანტები გალის რაიონში თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს
შემდეგი სტატიაგაერო: იემენში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული