ოლანდმა ქმრის მკვლელი შეიწყალა

ოლანდი: ისლამური სახელმწიფოს ვიდეო ფრანგებს ვერ შეაშინებს

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივასაფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ხელი მოაწერა 68 წლის ჯაკლინ სავაჟის შეწყალებას, რომელიც ქმრის მკვლელობისათვის 10 წლით იხდიდა სასჯელს.
“გამონაკლისის სახით, სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მეთაური მოხარული იქნება, რომ სავაჟი საკუთარ ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს” – ნათქვამია ოლანდის განცხადებაში.
ქალის სიტყვებით, ქმარი მას ცემდა და სამ ქალიშვილთან ერთად აუპატიურებდა, ბიჭს დასცინოდა, რომელმაც შემდეგ თავი ჩამოხრჩო. შვილის სიკვდილის მეორე დღეს სავაჟმა ქმარს იარაღიდან სამჯერ ესროლა.
მკვლელობა 2010 წლის სექტემბერში მოხდა. ორი წლის შემდეგ კი ქალს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებამ საფრანგეთის მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა სავაჟის განთავისუფლების პეტიციას ხელი.

შეწყალების წყალობით ჯაკლინ სავაჟს აპრილში გაანთავისუფლებენ.

banner
წინა სტატიაშიისლამურ სახელმწიფოს საკადრო პრობლემები აქვს
შემდეგი სტატიაგალის რაიონში არასრუწლოვანთა გათხოვების ფაქტები გახშირდა