ოლანდმა ბრიტანელები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარი დაკარგონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგად ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, გაერთიანებულმა სამეფომ, შესაძლებელია ევროპულ ბაზარზე წვდომა დაკარგოს – Reuters-ი აქვეყნებს.
“იმის სერიოზული რისკი არსებობს, რომ ინგლისელები ევროკავშირიდან გასვლას მისცემენ ხმას. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთი ყველა ერთიან ბაზარზე დაკარგავს წვდომას და იმ ყველა პლიუსზე, რომელსაც ის ევროზონაში ყოფნით იღებს. სასურველია, ყველამ გააანალიზოს ეს მთელი სიცხადით” – განაცხადა საფრანგეთოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. კენჭისყრაზე გადის შეკითხვა:”უნდა გავიდეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან”.

banner
წინა სტატიაში“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს ამოფარებულ “ქართულ ოცნებას” და მასში შემავალ პარტიებს!”
შემდეგი სტატია“ივანიშვილს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენზე ძალადობის გარეშე შემოაღწიოს შენობაში”