ოლანდის შემდეგ, პუტინს მერკელიც წინაპირობას უყენებს

14643065_656993947794129_11085352_nგერმანული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელი პუტინს ბერლინში პირადი შეხვედრის წინაპირობას უყენებს…
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, მერკელი დაპატიჟებს პუტინსშეხვედრაზე ნორმანდიული ოთხეულის ფორმატით, თუ უკრაინის კონფლიქტში საგრძნობი პროგრესი და სირიის ალეპოში პუტინის მხრიდან დარეგულირების სურვილი გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ფრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პუტინთან პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე თქვა უარი, რამეთუ ამ შეხვედრაზე პუტინი სირიის კონფლიქტის განხილვას არ აპირებდა… ამას მოყვა 19 ოქტომბერს დაგეგმილი ნორმანდიული ოთხეულის (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთ) ლიდერთა შეხვედრის გადადებაც და პუტინი, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან მხოლოდ სატელეფონო საუბარს დასჯერდა.

banner
წინა სტატიაში,,შავი პარასკევი,, თურქეთში…
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი რუსეთის იზოლაციაზე უარს ამბობს