ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი მშობიარე ქალბატონი ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში პატრონაჟით და ზუგდიდის სამედიცინო კლინიკა ” ლაიფი” -ის მხარდაჭერით მშობიარე ქალბატონს და ახალშობილს სიცოცხლე შეუნარჩუნდათ.

აფხაზეთიდან დევნილი ლანა პატარაია სასწრაფო დახმარების მანქანით უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიიდან. კლინიკის დირქტორმა ნინო აკობიამ და ექიმმა – გინეკოლოგმა გოგა გეგეჭკორმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გადაერჩინათ დედა – შვილის სიცოცხლე. ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელობა და მედ – პერსონალი აბსოლუტურად უანგაროდ ეხმარება აფხაზეთის მკვიდრთ. ნინო აკობიას განცხადებით უმოკლეს ვადებში ქალაქის ცენტრში იხსნება მათი ახალი ოფისი , რომლის ანალოგი , როგორც ვიზულაურად ასევე კომფორტის თვალსაზრისით იქნება უნიკალური და არ ექნება ანალოგი რეგიონის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაშივერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა