ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება და აფხაზეთის ტერიტორიაზე თურქული პროდუქციის შეტანას კრძალავს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე უწყებამ 20 იანვრამდე უნდა მოამზადოს კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა სახის სანქციებს დააწესებს ოკუპირებული აფხაზეთი თურქეთისთვის.

დე-ფაქტო მთავრობის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტორებმა და საბაჟო კომიტეტმა 20 იანვრამდე უნდა წარადგინონ წინადადებები, რათა აფხაზეთში თურქული პროდუქციის იმპორტი აიკრძალოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიებების აუცილებლობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, 2014 წელს გაფორმებული “თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ დოკუმენტიდან გამომდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თურქეთს სანქციები 2015 წლის ნოემბერში დაუწესა. სანქციები თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას და თურქეთში რუსული ტუროპერატორების მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების სამ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
შემდეგი სტატიათბილისის მასშტაბით ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება