ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა გაიზრდება

საკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაშიგანათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა. კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები სამშვიდობო ინსტრუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის და განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მინისტრის მოადგილემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები განმარტა და იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რასაც წარმოდგენილი ცვლილებები მოიცავს. ცვლილებების არსი კი შემდგომში მდგომარეობს: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, იქ მცხოვრებ პირებს მიენიჭებათ პირადი ნომრები, რაც მათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერვისებზე და პროგრამებზე წვდომის საშუალებას მისცემს. ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა. საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე, აფხაზური და ოსური ენების დაცვასა და განვითარებაზე. ლაშა დარსალიამ კომიტეტს გამომდინარე კანონპროექტებიც გააცნო და იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც სამშვიდობო ინიციატივის პროცესის მექანიზმებს შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სამშვიდობო პროცესის და ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. „განათლების კომპონენტი სახალხო დიპლომატიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებაა და ის სამი ძირითადი ცვლილება – ზოგადი განათლების ვაუჩერული დაფინანსების გავრცელება, უმაღლესის დონეზე საგრანტო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაზრდა და აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაფართოება, ნამდვილად იქნება ის ნაბიჯები, რომელიც დაგვაახლოვებს ჩვენ საბოლოო მიზანთან – შერიგების პროცესთან“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საკითხის მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინა. კანონპროექტთა პაკეტის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს აღნიშნულ საკითხს და ერთხმად მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

banner
წინა სტატიაში„პირველად გავდივარ პოლიციიდან გაღიმებული“
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა