ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება – მიხეილ ჯანელიძე გაეროში სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს გაეროში სიტყვით გამოვა. მიხეილ ჯანელიძე გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.

ქვეყნის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრებს.

გაეროში საქართველოს ორგანიზებით ასევე გაიმართება ღონისძიება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თემაზე.

ვიცე-პრემიერი გეგმავს მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.

„ეს არის ის ტრიბუნა, სადაც ჩვენს წინაშე არსებული მწვავე საკითხები უნდა იყოს დაყენებული. ამიტომ ჩვენ გენერალურ ასამბლეის ამ ფორმატსაც, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა დიდ ტრიბუნებს ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ ამისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად მიეთითოს მის მიერ არ შესრულებული ვალდებულებების დაცვა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაბათუმში 15 წლის გოგოს ეძებენ