ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

ციხელაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ბუნებრივი აირის 200-ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200-ლარიანი ვაუჩერით”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს შეადგენს.

„წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200-ლარიანი ვაუჩერი. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლის წითელ ცირკულარში ჩასმას ითხოვს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის კლინიკაში მღვდელმთავრები მოინახულებენ