ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი ოფიცრების ავტობუსი ხევში გადავარდა და ექვსი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ავტობუსი ხევში გადავარდა. ამის შესახებ სააგენტო “ტასი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევაში 08:40 საათზე ცხინვალისა და ყანჩავეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ყველა დაშავებული ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი ოფიცრები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზი ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის პრობლემა გახდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განკარგულებით, სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში თვითმფრინავი და სამხედრო ექიმები გაგზავნეს, რომლებიც დაშავებულ ოფიცრებს ცხინვალიდან მოსკოვში გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერი მოდელი, რომელიც არსებულ მაჟორიტარულ სისტემას შეცვლის იქნება განხილვის ღირსი”
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს”