ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულია ქუთაისის მკვიდრი, 1986 წელს დაბადებული ალექსანდრე ნაცვლიშვილი.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

banner
წინა სტატიაშიხუდადოვზე საქართველოს ფოსტის სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღებისთვის, ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს