ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონში ორი ქართველი გაიტაცეს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 2 ქართველი დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კაგებე-ს ცნობით, დაკავებულები გორის რაიონის სოფელ ბერშუეთისა და თბილისის მაცხოვრებლები არიან. ჯერ-ჯერობით მათი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველები 19 და 40 წლის ასაკის არიან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კაგებე-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულების საბუთები, სასამართლოსთვის გადასაცემად მზადდება. გატაცებულ ქართველებს, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების სამ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს