“ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება დიდხანს”

მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება დიდხანს – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში. იან კელიმ ერგნეთში, ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.

„მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.”,-აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს
შემდეგი სტატიასემეკის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პატრული გამოიძახეს