ოხანაშვილი საპატრიარქოში გუშინ იმყოფებოდა-ფოტო მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციას უარყოფს

გავრცელებული ინფორმაციით პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამ დრომდე ინფორმაციას საპატრიარქოში არ ადასტურებენ, თუმცა მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ მისულა.

ნეტგაზეთმა კი საპატრიარქოს ეზოში გადაიღო ფოტო, რომელიც გამოცემის ცნობით 22 თებერვლით თარიღდება და სადაც ასახულია საპატრიარქოსი მყოფი სოსო ოხანაშვილი. ოხანაშვილი პატრიარქის ძმისშვილის დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა. ის გერმანიაში პატრიარქის ოპერაციის დროს იმყოფებოდა, თუმცა ციანიდის საქმის გამოზიების ფარგლებში თბილისში ჩამოსვლა და დაკითხვაზე მისვლა მოუწია.

ფოტო: ნეტგაზეთი

 

banner
წინა სტატიაშიშორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა
შემდეგი სტატიამიქაელ ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად, ვტოვებ საპატრიარქოს