ოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

Crime Scene

სოფელ ოკამთან, ”ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.
დაშავებულები კასპის და გორის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. კლინიკა ”გორმედში” სხეულის დაზიანებით 4 მოზარდია მოთავსებული.

ავტოავარიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისიმღერა სოხუმზე. ENEMEO.SOKHUMI. GEORGIA.
შემდეგი სტატიაილია მეორე ბათუმში ჩავა