ოჯალანი ანკარას კონფლიქტის მოგვარებას სთავაზობს

ოჯალანი ანკარას კონფლიქტის მოგვარებას სთავაზობს

9 (1)თურქი ქურთების ლიდერმა აბდულაჰ ოჯალანმა, რომელიც სამუდამო პატიმრობას თურქულ ციხეში იხდის, განაცხადა, რომ მზად არის ანკარას რამდენიმე წინადადება შესთავაზოს, რომელიც კონფლიქტის მოგვერებას შეუწყობს ხელს… ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს . ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მედიას ოჯალანის უმცროსმა ძმამ, მოჰამედმა მიაწოდა, რომელსაც პატიმარი ძმის ციხეში მონახულების უფლება ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მისცეს.
“მე კომკრეტული შეთავაზება მაქვს… თუ თურქეთის ხელისუფლება მზად იქნება მოგვისმინოს, ექვსი თვეში შეგვიძლია კონფლიქტის მოგვარებას მივაღწიოთ” – აცხადებს თურქული მედია ოჯალანის დანაბარებზე დაყრდნობით. თუმცა მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა წინადადებებზე შეიძლება იყოს საუბარი.
ქურთ სეპარატისტებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის კონფლიქტი ათეულობით წლებია გრძელდება, თუმცა 2015 წლიდან ეს კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა და დიდ სისხლისღვრაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაშისახიფათო SAMSUNG Galaxy Note 7 ხანძარს აჩენს და ხელში ფეთქდება!
შემდეგი სტატიადევიდ ლინჩმა და კრსტა ბელმა ახალი კლიპი გამოუშვეს (ვიდეო)